მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ ლაგოდეხშია

ორი დღის განმავალობაში კახეთში, ორი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. კოვიდ-19 -ს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მცხოვრები 70 წლის ასაკისა და გურჯაანის მკვიდრი 68 წლის მამაკაცები ემსხვერპლნენ. პაციენტებს თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში, რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდნენ.

სექტემბრიდან დღემდე რეგიონში უკვე 123 პაციენტი გარდაიცვალა.

23-დან 26 აპრილამდე კახეთში კორონავირუსის 100-მდე დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ყველაზე მეტი, კვლავ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.

ლაგოდეხში, სადაც დღევანდელი მდგომარეობით, ეპიდემიოლოგიური ვითარება ყველაზე რთულია, სექტემბრიდან დღემდე, ინფიცირების სულ 1848 შემთხვევაა.

დანარჩენ მუნიციპალიტეტებში, პანდემიის დაწყებიდან, COVID -19 – ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ასეთია: ახმეტა-810, გურჯაანი-2997, დედოფლისწყარო -831, თელავი -2841, საგარეჯო -1561, სიღნაღი-926 და ყვარელი -1062.

მთლიანად რეგიონში უკვე 12867 ინფიცირებულია, გამოჯანმრთელებულების რიცხვი კი 12130-ს აღწევს.
ამ ეტაპზე მკურნალობას გადის 623 მოქალაქე, მათ შორის 514 დატოვებულია ბინაზე, ონლაინ კლინიკის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო 109 პაციენტი იმყოფება კოვიდ – კლინიკაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button