კორონავირუსის რეკორდული, 45 ახალი შემთხვევა საქართველოში

საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ გვერდზე StopCov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, გასული დღე-ღამის მანძილზე საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 1729-ს მიაღწია.
გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 6-ით გაიზარდა და – 1321-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში – 5882 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 390-ია, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
საქართველოში კორონავირუსის შედეგად დღემდე 19 ადამიანის გარდაცვალებაა დადასტურებული.
45 ახალი შემთხვევიდან 21 აჭარაში გამოვლინდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 21-დან 3 ე.წ. ხოფას ბაზრობის კლასტერს უკავშირდება.
უწყების ცნობით, დღეს ბაზრობაზე მასიური ტესტირება დაიწყო, მანამდე კი ბაზრობა დახურული იქნება.
აღსანიშნავია, რომ გასულ 24 საათში გამოვლენილი 45 ახალი შემთხვევა საქართველოში დღიურად გამოვლენილი შემთხვევების თვალსაზრისით, რეკორდული მაჩვენებელია.