მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კორონავირუსის სამკურნალოდ “რემდესივირი” საქართველოში შემოიტანეს

პრეპარატი რემდესივირი საქართველოშია, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის სამკურნალოდ პრეპარატი ქვეყანაში უკვე შემოიტანეს.

“ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გუშინ ჩამოფრინდა ის პრეპარატი, რომელსაც ყველა ძალიან ელოდება. დღეს საქართველოში არის უკვე რემდესივირი, რომელიც ბატონი თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, კლინიკურ ჯგუფთან ერთად იქნება გადანაწილებული იმ პაციენტებზე, რომლებზეც ჩაითვლება, რომ პრეპარატის გამოყენება იქნება ეფექტური და უსაფრთხო მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით” – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

გასული დღე-ღამის განმავლობში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 981 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 2 001პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 31 პაციენტი გარდაიცვალა.

მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 74 მილიონს გადააჭარბა – მათგან გამოჯანმრთელდა 52 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,6 მილიონზე მეტი

მსგავსი პოსტები

Back to top button