მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კორონავირუსის შემთხვევა ჭყონდიდის ეპარქიაში-არსებობს თუ არა ეპიდაფეთქების საშიშროება

ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციის ერთ-ერთ კელიაში მცხოვრებ ახალგაზრდა ბერს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თბილისს მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, როზა ჯანაშიამ დაუდასტურა. მისი თქმით, ინფიცირების შემთხვევა შაბათს გამოვლინდა.

“ჩვენ ავედით რეზიდენციაში, საქმის კურსშია მეუფე სტეფანე,ჩატარდა დეზინფექცია და ბერთან კონტაქტში მუოფი პირები თვითიზოლაციაში იმყოფებიან”,-ამბობს როზა ჯანაშია.

ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქია გასული დღეების განმავლობაში ხალხმრავლობით გამოირჩეოდა, რამაც შესაძლოა, ეპიდემიოლოგიური აფეთქება გამოიწვიოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button