მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კორონავირუსის შემთხვევების გამო თელავში მუსიკალური სკოლა დაიკეტა

თელავში ერთ-ერთმა მუსიკალურმა სკოლამ სასწავლო პროცესი შეწყვიტა. მიზეზი კორონავირუსის ჯგუფური შემთხვევა გახდა.

კოვიდ-19 უკვე ხუთ პედაგოგსა და ერთ-ერთი მათგანის მოსწავლეს დაუდასტურდა.

მოსწავლის მშობელი, მოზარდის დაინფიცირების წყაროს ვერ ასახელებს, თუმცა ვარაუდობს, რომ შესაძლოა დაავადება, თბილისში ჩატარებულ ფესტივალს უკავშირდებოდეს, სადაც გოგონათა გუნდი, დაახლოებით ათი დღის წინ იმყოფებოდა.

კორონავირუსი დაუდგინდა სკოლის ბიბლიოთეკარსაც, რომელიც ერთ-ერთ პედაგოგთან კონტაქტში მყოფი პირია.შექმნილი ვითარების გამო, ეპიდემიოლოგებმა სკოლის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს.

კორონა ვირუსზე ტესტირებას, პედაგოგებთან და მოსწავლესთან კავშირში მყოფ ყველა პირს ჩაუტარებენ

მსგავსი პოსტები

Back to top button