მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

კორონავირუსის შემთხვევებმა კახეთში მნიშვნელოვნად იკლო

ბოლო 24 საათის განმავლობაში, კახეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირების რაოდენობა, ინფიცირებულებს ბევრად აღემატება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, მსგავსი დინამიკა ბოლო პერიოდში შესამჩნევი გახდა.

“ბოლო პერიოდში ეს თვალშისაცემი გახდა, რაც ძალიან სასიამოვნოა. დამშვიდების საფუძველი არ არის, მაგრამ დიდი შვებაა სამედიცინო სექტორისთვის. ვითარების შენარჩუნება ისევ და ისევ რეგულაციების მკაცრად დაცვით შეგვიძლია და ამაზე თითოეულმა მოქალაქემ უნდა იზრუნოს”- განაცხადა ხიზანიშვილმა.

25 იანვრის მონაცემებით, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 27 და გამოჯანმრთელების 75 შემთხვევა დაფიქსირდა.

კოვიდ- 19- ის 27 ახალი შემთხვევა მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გადანაწილდა- ახმეტა-1, გურჯაანი-11, დედოფლისწყარო -0, თელავი -7, ლაგოდეხი-4, საგარეჯო-3, სიღნაღი -1, ყვარელი -0 .

სექტემბრიდან დღემდე, კახეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 10489- ს შეადგენს. აქედან, ყველაზე მეტი 2370 კვლავ თელავში ფიქსირდება.

კორონავირუსი რეგიონში უკვე 9082- მა პაციენტმა დაამარცხა და 96 კი გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button