მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კორონავირუსის შემთხვევების გამო კახეთში კიდევ ორი საჯარო სკოლა დაიკეტა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების ჯიმითისა და ბაკურციხის საჯარო სკოლები ონლაინ- სწავლებაზე გადავიდნენ.

გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, 15 მარტიდან სწავლა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

” ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, სკოლების დაკეტვა გახდა საჭირო. ვირუსი ისეთ პირებს დაუფიქსირდათ, რომლებსაც ბევრ თანამშრომელთან ჰქონდათ შეხება. არდადეგების დასრულების შემდეგ, 15 მარტიდან,სწავლა ჩვეულებრივად გაგრძელდება. დანარჩენ სკოლებში ვითარება ჯერჯერობით სტაბილურია”- განაცხადა მინდიაშვილმა.

სექტემბრიდან დღემდე, კახეთში კორონა ვირუსის 11669 შემთხვევაა დადასტურებული.
აქტიური მკურნალობის რეჟიმშია 178 მოქალაქე, აქედან 124 დატოვებულია ბინაზე, 54 კი იმყოფება კოვიდ კლინიკაში.

ინფიცირებულთაგან უკვე გამოჯანმრთელდა 11377 პაციენტი, გარდაიცვალა 114 მოქალაქე

მსგავსი პოსტები

Back to top button