მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სანქცირებული მოსამართლეები და უზენაესი საბჭოს წევრები კორპორატიულ წვეულებაზე იმყოფებიან

აშშ-მ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა

გორში, რესტორან “ჭაშნაგირში” მოსამართლეების კორპორაციული წვეულება იმართება. მათი ნაწილი ავტობუსებით ჩავიდა, ნაწილი პირადი ავტომობილით – მოსამართლეები აღნიშნავენ “მოსამართლეთა დღეს”, რომელიც 15 მაისს არის.

“15 მაისი მოდის, ორშაბათი დღეა – მოსამართლის დღეა ამიტომ მოსამართლეები გამოვედით…” – თქვა ლევან მურუსიძემ, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ და ამავდროულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა. მას აშშ-მ სავიზო სანქცია დაუწესა კორუფციის ბრალდების გამო. ღონისძიებას ესწრება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძეც.

“ექსკურსია აკრძალულია?!. ექსკურსიაზე ვართ და აღვნიშნავთ მოსამართლეთა დღეს… [მურუსიძე] პრობლემაა? მე ვერ ვხედავ პრობლემას… საერთაშორისო საზოგადოებამ დაამტკიცოს ჯერ, რომ კორუფციაა სასამართლოში ან რომელიმე ჩემი თანამშრომელი არის კორუმპირებული და ამის შემდეგ დავეთანხმები და გიპასუხებთ კითხვაზე”, – ამბობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. მას ჟურნალისტმა ასევე ჰკითხა “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც არსებობს მოსაზრება, რომ პოლიტპატიმარია.

“თქვენ მესაუბრებით საქმეზე, რომელიც ახლა უზენაეს სასამართლოში იმყოფება. რითი არის პოლიტპატიმარი?!. თუ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მეტყვიან, რომ სამართლებრივად პრობლემა არის რომელიმე საქმესთან მიმართებაში, მაშინ დისკუსიაში შემოვალ, სხვა შემთხვევაში მე ვერ ვაღიარებ, რომ საქართველოში პოლიტიპატიმრები არიან”, – უპასუხა მან ჟურნალისტებს.
რესტორანში იმყოფება ამერიკის მიერ სანქცირებული ლევან მურუსიძე და “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე.

“დამშვიდდით, გილოცავთ დღევანდელ დღეს, მრავალს დაესწარით”, – უთხრა ჩხიკვაძემ ჟურნალისტს.

ის პოზიციას არ ცვლის და კითხვაზე იგივე გადაწყვეტილებას გამოიტანდა თუ არა ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, პასუხობს – “აუცილებლად”.

“ექსკურსიაზე ვართ” – უთხრა ჟურნალისტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძემ.

“თქვენ მესაუბრებით საქმეზე, რომელიც ამ ეტაპზე უზენაეს სასამართლოში იმყოფება, რითი არის პოლიტპატიმარი. თუ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მეტყვიან, რომ სამართლებრივად პრობლემა არის რომელიმე საქმესთან მიმართებაში, მაშინ დისკუსიაში შემოვალ, სხვა შემთხვევაში ვერ ვაღიარებ იმას, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან”, – თქვა ქადაგიძემ ნიკა გვარამიას საქმეზე.
ამერიკულ გადაცემებს უსმენთ? ამერიკის შეერთებულ შტატებში ბევრ თანამდებობის პირზე იძახიან კორუმპირებულიო, ყველაფერს დამტკიცება უნდა, ამტკიცებს ვინმე?- იგივე სტანდარტია ჩვენთანაც, – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ლევან მურუსიძემ აღნიშნა, ამერიკის შეერთებულ შტატებში „პრეზიდენტიდან დაწყებული ყველა თანამდებობის პირზე იძახიან, რომ კორუმპირებულია“.

„უსმენთ ხოლმე ამერიკულ გადაცემებს? თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში ბევრ თანამდებობის პირზე იძახიან კორუმპირებულიო, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ კორუმპირებულია. ყველაფერს დამტკიცება უნდა. ამერიკაში, პრეზიდენტიდან დაწყებული ყველა თანამდებობის პირზე იძახიან, რომ კორუმპირებულებია. ამტკიცებს ვინმე? ვინმე თვლის, რომ კორუმპირებულები არიან? იგივე სტანდარტია ჩვენთანაც“,-აღნიშნავს მურუსიძე.

5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სავიზო სანქციები დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც. საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა დამატებით განმარტა სანქცირების მიზეზი, რომ გადაწყვეტილება ეფუძნება სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ეს მოსამართლეები “საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში”.

საქართველოს 3 მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის სანქცირებიდან ერთი კვირის თავზე, მათი კოლეგების ნაწილმა უარი თქვა აშშ-ში წასვლაზე იმ სასწავლო პროგრამით, რომელში მონაწილეობაზეც თავად შეიტანეს განაცხადი.

მსგავსი პოსტები

Back to top button