მნიშვნელოვანისიახლეები

კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 63 605 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 350 კვლევა ანტიგენის ტესტით და 30 255 PCR ტესტით.

ახალი ანტირეკორდი- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8728 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 015 592-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8 545 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 943 212.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 555 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 8 728 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 4 797 შემთხვევა

📌აჭარა – 1 184

📌იმერეთი – 859

📌ქვემო ქართლი – 302

📌შიდა ქართლი – 429

📌გურია – 186

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 289

📌კახეთი -339

📌მცხეთა-მთიანეთი – 176

📌სამცხე-ჯავახეთი – 138

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -29.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 1 015 592 შემთხვევა. მათგან 943 212 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 14 555 ადამიანი.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის 46 კოვიდსასტუმრო და 2217 ნომერი ფუნქციონირებს.

როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განმარტეს, უშუალოდ თბილისში განთავსებულია 26 კოვიდსასტუმრო, ჯამურად 1260 ოთახი.

რაც შეეხება კოვიდსასტუმროებში ამ დროისთვის არსებულ თავისუფალ ადგილებს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში არ აკონკრეტებენ, რამდენი ოთახია თავისუფალი, თუმცა აცხადებენ, რომ „ ქვეყანაში კოვიდსასტუმროების ნაკლებობის პრობლემა არ დგას“.

„თავისუფალი ოთახების რაოდენობა დინამიურია და ვითარებიდან გამომდინარე იცვლება. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 46 კოვიდსასტუმრო, 2217 ნომერი“, – აღნიშნავენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა კორონავირუსის გავრცელების გამო მოგზაურობისთვის ყველაზე მაღალი რისკის ქვეყნების სიას 22 მიმართულება დაამატა.

მედიის ინფორმაციით, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის, ანუ მე-4 დონის ქვეყნების სიას დაემატნენ, არიან: არგენტინა, ავსტრალია, ისრაელი, ალბანეთი, ეგვიპტე.

შეერთებული შტატები ამა თუ იმ ქვეყანას მოგზაურობისთვის ყველაზე მაღალი რისკის მიმართულებად იმ შემთხვევაში აფასებს, როდესაც იქ ბოლო 28 დღის განმავლობაში ყოველ 100 000 მოსახლეზე ინფიცირების 500-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button