კორონავირუსის ტესტის აღება კახეთის რეგიონის სოფლებშიც იქნება შესაძლებელი

კორონავირუსის ტესტის აღება კახეთის რეგიონის სოფლებშიც იქნება შესაძლებელი. გადაწყვეტილება, რეგიონში ბოლო კვირის განმავლობაში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მიიღეს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ტესტებს სოფლებში სპეციალურად მომზადებული პირები აიღებენ.
” გადამზადდებიან ადამიანები, რომლებმაც სოფლებში ტესტი უნდა აიღონ. გადაწყვეტილება მობილობის შესამცირებლად მივიღეთ, რადგან რთულ ეპიდემიოლოგიური ვითარებაში ადამიანების რიგი დგას ტესტირების ცენტრებთან. გარდა ამისა, სიმპტომების მქონე პირმა, ტესტის ასაღებად, შესაძლოა საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს და ვირუსი გაავრცელოს”- განაცხადა ხიზანიშვილმა.
დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში დადებითობის მაშვენებელი უკვე 21 %-ს მიუახლოვდა.
რეგიონში ყოველდღიურად სხვადასხვა ტიპის დაწესებულებები, მათ შორის სკოლები და ბაღები იკეტება.