საქართველოსიახლეები

კორონავირუსისგან 2 წლის ბავშვი განიკურნა

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი მაკა სოლოღაშვილი აცხადებს, რომ მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 2 წლის ბავშვი გამოჯანმრთელდა.

„დღეს დილისთვის აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს 44 პაციენტი. 44-დან კოვიდ 19-ის დადასტურებული დიაგნოზი აქვს 17 პაციენტს. 17-დან 2 გამოჯანმრთელდა, აქედან ერთი 2 წლის ბავშვია“, – აცხადებს მაკა სოლოღაშვილი.

საქართველოში კორონავირუსის 236 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან გამოჯანმრთელებულია 54 პაციენტი, გარდაცვლილია – 3.

კარანტინის რეჟიმში 4672 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 373.

მსგავსი პოსტები

Back to top button