მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 18 ახალი პაციენტი

კორონავირუსისგან კიდევ 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 132-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას stopcov.ge იუწყება.
ამ მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 431 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან გარდაცვლილია 5 პაციენტი.
ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 5 888 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში დაკვირვების ქვეშ – 571 პაციენტი.