მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი განიკურნა”

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, კოვიდ 19 კიდევ ერთმა ადამიანმა დაამარცხა – ჯამში საქართველოში უკვე 68 გამოჯანმრთელებულია.

„ახალი ინფიცირებულები არ გვყავს – დილით გამოვლენილი 14-ის გარდა ახალი არ გვაქვს. დაგვემატა ერთი გამოჯანმრთელებული და ქვეყნის მასშტაბით არის 68 უკვე. რაც შეეხება პაციენტებს – მათი მდგომაროება სტაბილურია, არ შეცვლილა დღის განმავლობაში, კიდევ ველოდებით 11 პაციენტზე ტესტირებას”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღესვე, ქუთაისის ფილტვის და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა პირველმა პაციენტმა დატოვა. კლინიკის ფეისბუქგვერდის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს ტესტზე უარყოფითი პასუხი მიუვიდა და ის კორონა ვირუსისგან სრულად გამოჯანმრთელდა.

პაციენტი სამედიცინო პერსონალმა ტაშით გააცილა.

ამ ეტაპზე, ქვეყანაში ინფიცირების 272 შემთხვევაა აღრიცხული. აქედან გარდაცვლილია სამი პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია 4834 ადამიანი. სტაციონარში 434 პაციენტი იმყოფება.

მსგავსი პოსტები

Back to top button