მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
კორონავირუსით 103 927 18 წლამდე ბავშვი და მოზარდია ინფიცირებული-გამყრელიძე
კორონავირუსით საერთო ინფიცირებაში დაახლოებით 15% მოზარდებზე მოდის. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
“დაახლოებით 15% არის ინფიცირებული მოზარდების საერთო ინფიცირებაში ამ ხნის განმავლობაში, 103 927 18 წლამდე ბავშვი და მოზარდია ინფიცირებული, აქედან 6 979-ს დასჭირდა ჰოსპიტალური მკურნალობა და სამწუხაროდ, 9 გვქონდა ლეტალური გამოსავალი ბავშვებსა და მოზარდებში. თუ არ ჩავთვლით 3 ჩვილს, დანარჩენ ყველა შემთხვევაში იყო თანმხლები მძიმე გენეტიკური დაავადება”, – განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 43 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3 953 გამოჯანმრთელდა.