მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კორონავირუსით 3 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

მსოფლიოში, კორონავირუსით ინფიცირებულთა ოფიციალურმა მონაცემმა 3 მილიონს გადააჭარბა. კერძოდ, worldometers.info-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის, გლობალურად 3 003 889 შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო გარდაცვლილია 207 103 პაციენტი.

აღნიშნული მონაცემებით, კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დაფიქსირებული. მას მოსდევს: ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი და გერმანია.

რუსეთში, ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსის 6 198 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 87 147 შეადგინა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამის მანძილზე ქვეყანაში კორონავირუსს 47 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა და ამ მონაცემით, ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა 794-მდე გაიზარდა.

რუსეთმა კორონავირუსის შემთხვევებით უკვე გადაასწრო ჩინეთს და ის ამ დროისთვის მსოფლიოში მეცხრე ადგილზე იმყოფება. ამ დროისთვის, ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევების მაჩვენებელი 82 830-ს შეადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button