კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 203 307-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ მონაცემებს worldmeters.info აქვეყნებს.
ამავე სტატისტიკის თანახმად, ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსის 2 922 063 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 837 109 პაციენტია.
როგორც დაინფიცირებულთა, ასევე დაღუპულთა რაოდენობით აშშ ლიდერობს, სადაც COVID 19-ის 960 896 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობამ კი, 54 265-ს მიაღწია.
ყველაზე მეტი დაინფიცირებული ჰყავს ესპანეთს (223 759), იტალიასა (195 351) და საფრანგეთს (161 488). ფატალური შემთხვევების რაოდენობით კი, ევროპის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე კვლავ იტალიაა 26 384 დაღუპულით. მას მოსდევს ესპანეთი, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 22 902-ს მიაღწია და საფრანგეთი, სადაც ვირუსს 22 614 ადამიანი ემსხვერპლა.