საქართველოსიახლეები

კორონავირუსით დაინფიცირების 30 ახალი შემთხვევა 24 საათში

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსით დაავადების 30 ახალი შემთხვევა.

მათგან 6 ოფიციალურ სტატისტიკას 13 აპრილის საღამოს დაემატა, 24 კი, – 14 აპრილს, დილით.

მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში მსგავსი მატება მანამდე არ ყოფილა, თუმცა, „ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, ხვალ-ზეგ როგორი მატება გვექნება. ერთი დღე არ არის კანონზომიერი, რომ გავაგრძელოთ შემდეგ დღეებზე“.

მსგავსი პოსტები

Back to top button