საქართველოსიახლეები

კორონავირუსით ეროვნული ბანკის 16 თანამშრომელია ინფიცირებული

ეროვნული ბანკის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ეროვნული ბანკის 16 თანამშრომელია ინფიცირებული.

“როგორც ცნობილია, გასულ კვირას ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კოვიდ-19-ით ინფიცირება დაუდასტურდა, დაუყოვნებლივ მოხდა აღნიშნულ პირებთან კონტაქტში მყოფი სხვა თანამშრომლების სიმპტომების კვლევა და ტესტირება. დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 16-ია.

ამჟამად კოვიდ-19 ვირუსის მქონე თანამშრომლები შესაბამის სტაციონარში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადიან მკურნალობას. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ის თანამშრომლები, ვისაც შემხებლობა ჰქონდათ დაინფიცირებულ კოლეგებთან, სრულ იზოლაციაში იმყოფებიან და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს. სასიხარულოა, რომ რამდენიმე მათგანს ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კვლავ გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა ინფიცირებული თანამშრომლების ყველა შესაძლო კონტაქტის დადგენა-გამოვლენის მიზნით.

ამჟამად თანამშრომელთა 90% დისტანციურად მუშაობს. ეროვნული ბანკის ყველა შენობაში რეგულარული სადეზინფექციო და დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს და ბანკის ოფისები ოპერირების საგანგებო რეჟიმზეა გადასული.”

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 188 შემთხვევაა დადასტურებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button