მნიშვნელოვანისიახლეები

კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 075 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 438 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 637 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 840 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 616 159-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 692 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 517 856-მდე. სულ ჩატარდა 2 822 060 აცრა, დღიურად აცრილია 992.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 231 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 840 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 1 743 შემთხვევა

📌აჭარა – 167

📌იმერეთი – 446

📌ქვემო ქართლი -192

📌შიდა ქართლი – 256

📌გურია – 153

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 296

📌კახეთი – 390

📌მცხეთა-მთიანეთი – 94

📌სამცხე-ჯავახეთი – 63

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 40.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 616 159 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 231​ ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button