მნიშვნელოვანისიახლეები

კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 85 191 კვლევა ტესტით, მათ შორის 61 936 კვლევა ანტიგენის ტესტით და 23 255 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 24 201 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 200 124.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 10 732 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 020 510.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 016 პირი ემსხვერპლა.

დღემდე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ 2 722 187 ადამიანი აიცრა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 11 800 შემთხვევა

📌აჭარა – 2 204

📌იმერეთი – 3 134

📌ქვემო ქართლი – 1 199

📌შიდა ქართლი – 1 461

📌გურია – 473

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 628

📌კახეთი – 1 059

📌მცხეთა-მთიანეთი – 683

📌სამცხე-ჯავახეთი – 471

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 89.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი – 24 201 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს “ომიკრონის” შტამით ინფიცირების მორიგი რეკორდია.

სპეციალისტები მოსახლეობას ისევ ახსენებენ, რომ კორონავირუსის ამ შტამს სწრაფი გავრცელება ახასიათებს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე კი ამბობს, რომ ჯერ ქვეყანა პიკში ისევ არ შესულა და ეს პერიოდი თებერვლის შუა რიცხვებიდან დაიწყება.

დევი ტაბიძე არ გამორიცხავს, რომ შემთხვევების რაოდენობა 35 000-მდე ავიდეს:

ეპიდემიოლოგების ხმა

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 1 200 124 ადამიანი დაინფიცირდა, 1 020 510 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 016 პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button