მნიშვნელოვანისიახლეები

კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 885 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 783 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 102 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 368 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 642 242-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 225 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 599 511-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 671 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 368 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 193 შემთხვევა

📌აჭარა – 16

📌იმერეთი – 48

📌ქვემო ქართლი – 12

📌შიდა ქართლი – 4

📌გურია – 27

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 14

📌კახეთი – 41

📌მცხეთა-მთიანეთი – 6

📌სამცხე-ჯავახეთი – 4

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

მსგავსი პოსტები

Back to top button