მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კორონავირუსით გარდაცვლილ მიუსაფართა დასაფლავება ნიუ-იორკში

BBC ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, როგორ ხდება ნიუ-იორკში კორონავირუსით გარდაცვლილების მასობრივი დასაფლავება. ჰერმეტულ კოსტიუმებში ჩაცმული მუშები, უზარმაზარ ორმოში ჩაწყობილ კუბოებს მიწას აყრიან. ეს ადგილი ჰარტ აილენდია, სადაც იმ მიცვალებულებს მარხავენ, რომელთაც ნათესავები არ ჰყავთ.

ნიუ-იორკის შტატში COVID-19-ის შემთხვევათა რაოდენობა 10 000-ით გაიზარდა და 159 937-ს მიაღწია. გარდაცვლილია 7 000 ადამიანი. მთლიანობაში აშშ-ში დაფიქსირდა 468 895 შემთხვევა და დაიღუპა თითქმის 16 697 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button