მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კახეთში 3000 მდე გაიზარდა

კახეთის რეგიონში ინფიცირების 73 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რიცხვი 2 784-მდე გაიზარდა.

მუნიციპალიტეტების მიხედვით დღევანდელი  სტატისტიკა ასეთია:
ახმეტა-169, თელავი -801, ყვარელი -241, ლაგოდეხი – 311, გურჯაანი-575, სიღნაღი-182 დედოფლისწყარო -235 და საგარეჯო -270 .

ამ ეტაპზე მკურნალობას 1917 მოქალაქე გადის, მათ შორის 1732 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 29 მკურნალობს კოვიდ -სასტუმროში, ხოლო 156 იმყოფება კოვიდ- კლინიკაში.
თვითიზოლაციაში რჩება 2175,
თვითიზოლაციიდან მოიხსნა 105 მოქალაქე.

რეგიონის მასშტაბით კარანტინში 96 ადამიანი იმყოფება.
12 საათის განმავლობაში, კახეთის რეგიონში 62 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო რამდენიმე კვირაში კი ვირუსი 846 მოქალაქემ დაამარცხა. გარდაიცვალა 21 პაციენტი

მსგავსი პოსტები

Back to top button