მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ბოლო 24 საათში ნაკლები ტესტის ჩატარების შედეგად 1 337 კოვიდ დადებითია

ბოლო 24 საათში საქართველოში სხვა დღეებთან შედარებით, ნაკლები ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც, კორონავირუსით ინფიცირების 1 337 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მთავრობის ადმინისტრაციიდან ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 554 კვლევა ტესტით, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 337 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 498 პირი

მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 14 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.

„ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 554 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 064 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 3 490 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 337 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 191 063-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 498 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 161 681-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 839 პირი ემსხვერპლა.”

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 517, საიდანაც, 6 912 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

კორონავირუსით ინფიცირებულია – 191 063
გამოჯანმრთელებულია – 161 681
გარდაცვლილია – 1 839
კარანტინის რეჟიმში რჩება – 986

მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 72 მილიონს გადააჭარბა – მათგან გამოჯანმრთელდა 50 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,6 მილიონზე მეტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button