მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კორონავირუსით ინფიცირებული წლამდე ასაკის სამი ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზეა

კორონავირუსით ინფიცირებული წლამდე ასაკის სამი ბავშვი, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში, ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პროფესორი აღნიშნავს, ბავშვებში კორონავირუსის სხვა ვარიანტებთან შედარებით ე.წ. ინდური შტამის გავრცელება უფრო მეტია.

„კორონავირუსის ინდური ვარიანტი მეტად აინფიცირებს ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობას. ბავშვებში ეს ვარიანტი უფრო მეტია, ვიდრე ალფა და ჩინური ვარიანტი. ამის უკან უფრო მეტი რისკი დგას. რისკი ბავშვების ჰოსპიტალიზაციის, მათი მდგომარეობის დამძიმების. საქართველოს ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში, რომელიც მართავს კორონავირუსით დაავადებულ პედიატრიულ პაციენტებს, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში უკვე სამი, წლამდე ასაკის პაციენტია ხელოვნურ სუნთქვაზე, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაავადების მიმდინარეობის ასეთი სიმძიმე არ ყოფილა კორონავირუსის მეორე ტალღის დროს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button