მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კორონავირუსით ინფიცირებული სამი ჩვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

ციციშვილის კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული სამივე ჩვილის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა,აცხადებს ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში კლინიკაში მიმართვიანობა მომატებულია.ამჟამად, კლინიკაში 122 პაციენტია, აქედან 67 არის ბავშვი, დანარჩენი უფროსები არიან ,სხვა პაციენტების მდგომარეობა, გარდა იმ სამი პაციენტისა, რომლებიც რეანიმაციაში მართვის სუნთქვაზე იმყოფებიან, საშუალო სიმძიმის ან მსუბუქია.

ასევე მან აღნიშნა,რომ  ახალი შტამის გამო უფრო მეტი ავადობა ბავშვებში გამოიხატა. ალფა შტამთან შედარებით, გაახალგაზრდავდა კოვიდის ასაკი. ამჟამად, ციციშვილის კლინიკა ისევ ჰიბრიდულად რჩება.

მსგავსი პოსტები

Back to top button