მნიშვნელოვანისიახლეები

კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 954 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 47 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 4 477 პირი.

28 ნოემბერს საქართველოში სულ 20 068 ტესტი ჩატარდა. ასევე, ბოლო 24 საათში სულ 2 479 აცრა გაკეთდა.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,02%-ს, ბოლო შვიდი დღის კი 9,04%-ს შეადგენს.

2020 წლის 11 მარტიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდსტატისტიკის ჯამური მონაცემი კი ასეთია:

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 840 593-ს მათგან 783 987 გამოჯანმრთელდა, 11 974 კი გარდაიცვალა.

გუშინ, კი 28 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 333 შემთხვევა გამოვლინდა, 5 052 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 56 კი გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button