მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი რესპუბლიკურ საავადმყოფოში

კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. არსებული ინფორმაციით, სასულიერო პირი კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს.

როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, მათთან შეყვანილი ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მართვით სუნთქვას არც ერთი მათგანი არ საჭიროებს.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 12 პირია მოთავსებული, მათგან ერთ-ერთს სხვა კლინიკაში გადაიყვანენ, სადაც მისი ოჯახის წევრები არიან მოთავსებული.

“ფორმულას” ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებული სასულიერო პირი თბილისში, ვერაზე მდებარე, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მსახურია. ის წირვას ბზობის დღესასწაულზეც აღასრულებდა. კოვიდ-19 კი, გუშინ დაუდასტურდა.

ტაძარში დღეს ზეთისცხება უნდა ჩატარებულიყო, თუმცა იქ მისულ მრევლს კარი დაკეტილი დახვდა. ტაძრის გვერდით მცხოვრებლები ამბობენ, რომ წირვა გუშინაც ჩატარდა. ამჟამად კი, ეკლესიაში სადენზიფექციო სამუშაოების ჩატარება იგეგმება.

გარდა ამისა, “ფორმულას“ ინფორმაციით, მედიცინის ინსტიტუტის თანამშრომლების ინფიცირების წყარო სწორედ აღნიშნული სასულიერო პირია, რომელიც ერთ-ერთი ექთნის ძმაა. ასევე დაინფიცირებულია ექთნის შვილი და დედამთილი.

თბილისის მედიცინის ინსტიტუტში, სადაც 12 აპრილს კორონავირუსი ერთ-ერთ ექიმს დაუდასტურდა, ვირუსზე კიდევ 4-მა თანამშრომელმა დადებითი პასუხი მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button