მნიშვნელოვანისიახლეები

კორონავირუსით ინფიცირების 5596 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 58 109 კვლევა, აქედან 34 115 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 23 994 PCR-ით. 11 იანვარს აიცრა 10 688 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5596 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 47 პაციენტი

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 596 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 973 909-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 946 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 919 367.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 973 909 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 919 367 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 311 კი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 311 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 596 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 3 180 შემთხვევა

📌აჭარა – 638

📌იმერეთი – 563

📌ქვემო ქართლი – 173

📌შიდა ქართლი – 270

📌გურია – 135

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 219

📌კახეთი -184

📌მცხეთა-მთიანეთი -102

📌სამცხე-ჯავახეთი – 99

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -33.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

აშშ-ში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 1.35 მილიონი ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან.

ახალი შემთხვევების შვიდდღიანი საშუალო მაჩვენებელი ორ კვირაში გასამმაგდა და დღეში დაინფიცირების 700 000-ზე მეტ ახალ შემთხვევას აღწევს. რაც შეეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს, დღეში, საშუალოდ, 1 700-ს ადამიანი იღუპება.

მსგავსი პოსტები

Back to top button