მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
კორონავირუსით, კახეთში კიდევ ერთი მედიკოსი გარდაიცვალა

კოვიდ- 19-მა თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი იმსხვერპლა.
52 წლის ექიმი- ტრანსფუზიონისტის მარინე ნოზაძე, ონკოლოგიური ავადმყოფი იყო და ვირუსს ერთი თვის განმავლობაში ებრძოდა.
ექიმების განმარტებით, გარდაცვლილი კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ იყო.
კორონა ვირუსით ექიმის გარდაცვალება, ცენტრალურმა საავადმყოფომ ოფიციალურ გვერდზე დაადასტურა.
მარინა ნოზაძე საავადმყოფოში წლების განმავლობაში მუშაობდა.
კახეთში, კორონა ვირუსით უკვე ათამდე მედიკოსი გარდაიცვალა, არცერთი მათგანი, ვაქცინირებული არ იყო.
ეპიდემიოლოგიური ვითარება რეგიონში, კვლავ რთულია და ყოველდღიურად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, ოთხასზე მეტია.