მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კორონავირუსით ცნობილი საეკლესიო მგალობელი ლია სალაყაია გარდაიცვალა

კორონავირუსით, ცნობილი საეკლესიო მგალობელი და მუსიკოსი, ლია სალაყაია გარდაიცვალა.
ცნობა მისი კოვიდ- 19 – ით გარდაცვალების შესახებ, ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერმა გამოაქვეყნა.

მონასტრის მსახური დედა ქეთევანი( ნანა მახარობლიძე) რადიო ჰერეთთან განმარტავს, რომ გალობის პედაგოგი, სხვადასხვა დროს ყველა მონასტერში ჩადიოდა, სადაც გუნდის შექმნა იყო საჭირო.

” ყველგან, სადაც მგალობელთა გუნდის ჩამოყალიბება იყო აუცილებელი ჩადიოდა და სათავეში ედგა ამ საქმეს. ჩვენთანაც იყო, მაჩხაანის ეკლესიაშიც. ღვაწლმოსილი და საეკლესიო მუსიკის კორიფე იყო. ნინოობის ყველა დღესასწაულზე ესწრებოდა ღამისთევას, თავისი გუნდით. კოვიდით დაინფიცირდა და ვერ გაუმკლავდა-“განაცხადა მონაზონმა.

ლია სალაყაია, კორონა ვირუსის მძიმე ფორმით, რამდენიმე კვირის განმავლობაში მკურნალობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button