მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კორონავირუსით ზუგდიდში ერთი სკოლის 4 მოსწავლე დაინფიცირდა

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის 4 მოსწავლეს კორონავირუსი არდადეგების პერიოდში დაუდგინდა,თუმცა ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრის რეკომენდაციით,ორივე კლასი უსაფრთხოების მიზნით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

” მე-12 და მე-10 ა კლასის მოსწავლეები არიან და ისინი თვითიზოლაციაში არიან. მათ იზოლაციის პერიოდი 21 და 26 მარტს უმთავრდებათ“, – აღნიშნა ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბულიამ რადიო თბილისთან.

მისივე ინფორმაციით, მასწავლებლებში და სკოლის სხვა თანამშრომლებში, რომლებსაც ორ კვირაში ერთხელ კორონავირუსზე ტესტი უტარდებათ,შემთხვევა არ გამოვლენილა.

მსგავსი პოსტები

Back to top button