მნიშვნელოვანისაქართველო

კორონავირუსთა დაინფიცირებულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე გავრცელდა.
8 მარტის მდგომარეობით საქართველოში ინფიცირების 15 შემთხვევა იყო დადასტურებლი.

კარანტინის რეჟიმშია 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 51.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ორი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ერთს ორმხრივი ფილტვების ანთება აქვს. ანალოგიურ მდგომარეობაშია, სავარაუდოდ, მეორე პაციენტიც.

ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს 6 პირის პასუხს ელოდებიან. კარანტინის რეჟიმში რჩება 127 პაციენტი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 58 ადამიანი. ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.

მსგავსი პოსტები

Back to top button