მსოფლიოსიახლეები

კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის გეგმა

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო 15 აპრილს წარმოადგენს გეგმას, როგორც უნდა გამოვიდნენ წევრი ქვეყნები კორონავირუსის გამო შემოღებული რეჟიმებიდან და განაახლონ ნორმალური აქტივობა.

გეგმაში გათვალისწინებული იქნება ერთიანი კრიტერიუმი არსებული შეზღუდვების მოსახსნელად თითქმის მთელი ევროპის მასშტაბით, მაგრამ ისინი სავალდებულო არ იქნება წევრი სახელმწიფოებისთვის. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს თავად შეეძლებათ, გადაწყვიტონ, როგორ და როდის გადადგან ნაბიჯები შეზღუდვების შესამსუბუქებლად.

გეგმის წარმოდგენა გასულ კვირაში იყო დაგეგმილი, მაგრამ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა შეშფოთდა, რომ ეს ნაადრევი სიგნალი იქნებოდა იმის შესახებ, რომ შეზღუდვების მოხსნა უკვე იწყება.

მოელიან, რომ გეგმაში გათვალისწინებული იქნება მცირე ზომის, მკაცრად კონტროლირებული ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც რამდენიმე თვეზე იქნება გაწერილი. გეგმის ამოქმედებამდე დაკმაყოფილებული უნდა იყოს ორი პირობა: ვირუსის გავრცელება მნიშვნელოვნად უნდა იყოს შემცირებული და საავადმყოფოებში საკმარისი რაოდენობის საწოლები უნდა არსებობდეს.

ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანას, მათ შორის, ავსტრიას და ვირუსით მძიმედ დაზარალებულ ესპანეთს, უკვე დაწყებული აქვს ზოგიერთი შეზღუდვის მოხსნის პროცესი. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა, რომ არსებული შეზღუდვები 11 მაისამდე დარჩება ძალაში. გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი 15 აპრილს შეხვდება ქვეყნის 16 ფედერალური ოლქის წარმომადგენლებს, არსებული რეჟიმიდან გამოსვლის გზების განხილვის მიზნით.

მსგავსი პოსტები

Back to top button