მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კორონავირუსზე ლაგოდეხის მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება დაიწყო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება დაიწყო.კვლევების მიზეზი, მუნიციპალიტეტში კორონა ვირუსის ბრიტანული შტამის სწრაფი გავრცელებაა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ეპიდზედამხედველობაც გაძლიერებულია.

“გაფართოებული ტესტირება დავიწყეთ და ამავდროულად, ეპიდზედამხედველობა გავაძლიერეთ, თვითიზოლაციაში მყოფ ინფიცირებულ და კონტაქტირებულ პირებზე. ამაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი სამსახურებიც გვეხმარებიან. ასევე, ჯანდაცვის სამსახურებთან ერთად, განიხილება სხვა მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებში , ცეკვის, მუსიკის სასწავლებლებში და სხვა ორგანიზებულ დაწესებულებებში, შემზღუდველი ღონისძიებების დაწესების შესახებ საკითხი”- განაცხადა ხიზანიშვილმა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური ვითარება 8 აპრილიდან გართულდა. სიტუაციის დამძიმება, კორონა ვირუსის ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიიის მრევლის გზით გავრცელებამ გამოიწვია.
მუშაობის ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო, სადაც გუშინ,15 აპრილს კორონავირუსის კიდევ ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დისტანციური სწავლების რეჟიმზეა გადაყვანილი ლაგოდეხის ერთი და სამი სოფლის საჯარო სკოლები და დაკეტილია ერთი საბავშვო ბაღი.

ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში, უკვე 41 პაციენტი მკურნალობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button