მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კორონავისრუსის ყველაზე მეტი 1 202 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება

დღეს გამოვლენილი 3 117 შემთხვევიდან, თბილისში დაფიქსირდა 1 202 შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე ნაწილდება:

თბილისში გამოვლენილია 1 202 შემთხვევა, აჭარაში – 469, იმერეთში – 302, ქვემო ქართლში – 259, შიდა ქართლში – 173, გურიაში – 61,სამეგრელო – ზემო სვანეთში – 355, კახეთში – 117, მცხეთა-მთიანეთში – 86, სამცხე-ჯავახეთში -65, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 28“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 85 952 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 68 929-ს შეადგენს. გარდაიცვალა 778 მოქალაქე. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button