კორსიკაზე მუსლიმი ქალისთვის სურათის გადაღების გამო არეულობა დაიწყო [Photo/video]

კუნძულ კორსიკაზე მდებარე ქალაქ ბასტიაში საპროტესტო აქცია გაიმართა და ასობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა. ისინი სოფელ სისკოში მომხდარ ინციდენტს აპროტესტებენ, – იუწყება Le Monde.

სოფელში შეტაკება მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთმა ტურისტმა პლიაჟზე მუსლიმი ქალებისთვის სურათის გადაღება სცადა, რომლებიც ე.წ. ბურკინში (ღრმად დახურული საცურაო კოსტუმი) სანაპიროზე ისვენებდნენ. ისლამური ფუნდამენტალისტების თვალსაზრისით, მუსლიმ ქალებს პლიაჟზე გამოჩენა მხოლოდ ამ სამოსში შეუძლიათ.

“სისკოში ინციდენტი იმიტომ მოხდა, რომ ტურისტმა სურათების გადაღება გადაწყვიტა, ხოლო მაგრიბელებს (ჩრდილოეთ აფრიკის მკვიდრნი) არ უნდოდათ, რომ მათი ქალებისთვის სურათი გადაეღოთ. ყველაფერი ტრივიალური მიზეზის გამო დაიწყო”, – განაცხადა ადგილობრივმა მერმა.

გამოცემის ინფორმაციით, ტურისტი ადგილობრივმა თინეიჯერებმა დაიცვეს, შემდეგ შემთხვევის ადგილზე მათი მშობლები და ნაჯახებით შეირაღებული კაცები მივიდნენ. შეტაკების შედეგად რამდენიმე ავტომობილი დაიწვა, ხოლო 5 ადამიანი ჰარპუნით დაიჭრა. ჩხუბის შეჩერება 100-მა პოლიციელმა და ჟანდარმმა ძლივს მოახერხა.

კუნძულზე იმიგრანტების კომპაქტური დასახლება პოლიციამ კორდონში მოაქცია მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა იქ შეღწევა სცადეს და სკანდირებდნენ: “ეს ჩვენი მიწაა!”.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას საფრანგეთის ქალაქ კანში პლიაჟებზე მუსულმანური საცურაო კოსტუმების ხმარება აიკრძალა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”40368″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button