რეგიონი

,,კორუფცია წალენჯიხის მერიაში“ – ამ სლოგანისთვის ქართულმა ოცნებამ გაწირა წალენჯიხის მერიის ორი თანამშრომელი

,,კორუფცია წალენჯიხის მერიაში“ – ამ სლოგანისთვის ქართულმა ოცნებამ გაწირა წალენჯიხის მერიის ორი თანამშრომელი, რამლებთანაც თვეების განმავლობაში მუშაობდა სუსიდან სპეციალურად მოვლენილი აგენტი – რამდენიმე დღიანი დუმილის შემდეგ, ასე შეაფასა მერიის თანამშომლების დაკავება წალენჯიხის მერმა გიორგი ხარჩილავამ.

გიორგი ხარჩილავამ მის მიერ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მერიის თანამშრომლების დაკავება, იყო მიზანმიმართული სპეცოპერაცია მუნიციპალიტეტის ოპოზიციური ხელმძღვაბელობის წინააღმდეგ, რაც სახელმწიფო უსარფრთხოების ანტიკორუფციულმა სამსახურმა განახორციელა.

„კატეგორიულად ვგმობთ მომხდარ ფაქტს, ამასთან სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ კაგებეშნიკური მეთოდებით, განაგრძობს ერთადერთი ოპოზიციური მუნიციპალიტეტის გაშავებას და საზოგადოებაში მცდარი აზრის დამკვიდრებას.

მათი ამოცანა ჩემი და ჩემი გუნდის წევრების კორუფციაში მხილება იყო, თუმცა როდესაც მიხვდნენ, რომ წალენჯიხის მერის გუნდი, „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებივით ფულის საკეთებლად არ ვართ მოსულნი ხელისუფლებაში, მათ დაამთავრეს სპეცოპერაცია ორი რიგითი თანამშრომლის დაკავებით.

ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ დანაშაულს, მზად ვართ და ვალდებულებიც ვართ ვითანამშრომლოთ საგამოძიებო ორგანოებთან და ამისათვის ყველაფერს ვაკეთებთ, თუმცა ჩვენთვის მიუღებელია დანაშაულის პრევენციის ნაცვლად მოხდეს დანაშაულის პროვოცირება”,- განაცხადა გიორგი ხარჩილავამ.

გიორგი ხარჩილავას თქმით, გაუგებარია და ბევრ კითხვას ბადებს ის მიწის ნაკვეთი, რისი სავარაუდო უკანონო გასხვისების მცდელობა ედებათ ბრალად დაკავებულებს. Მისივე, განმარტებით, აღნიშული მიწის ნაკვეთი არის მუნიციპალურ ბალანსზე და მის გასხვისებას სჭირდება ონლაინ აუქციონის ჩატარება და საკრებულოში იურიდიული პროცედურები, რაც არის საჯარო.

„ხსენებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მუნიციპალურ საკუთრებას, მაგრამ მისი გასხვისების პროცედურა არ დაწყებულა. არ არსებობს აქტი, ინიციატივა ან ხელმოწერა, რომლის თანახმადაც იგეგმებოდა მიწის გასხვისება.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მხოლოდ რიგით თანამშრომელს არ შეუძლია მუნიციპალური უძრავი ქონების გასხვისება. ამისათვის საჭიროა საკრებულოს თანხმობა და შემდგომ უკვე ელექტრონული აუქციონის გამართვა. ამ პროცესში კი მერიის ჩართულობა სრულიად გამორიცხულია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საზოგადოებამ განსაჯოს, თუ რეალურად რას ემსახურებოდა მერიის წინ, დემონსტრაციულად, რამდენიმე ათეული სამართალდამცავის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია”, – განაცხადა გიორგი ხარჩილავამ.

ცნობისთვის, წალენჯიხის მერიის თანამშრომლები, დიდი ოდექნობის ქრამის აღების ბრალდექბით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button