მნიშვნელოვანისაქართველო

კორუფციული გარიგება – პროკურატურამ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დააკავა

მთავარმა პროკურატურამ კორუფციულ დანაშაულზე საპატრულო პოლიციის ინსპექტორი დააკავა.

უწყებაშ თქვეს, რომ პატრულის თანამშრომელმა მის ნაცნობს 6400 დოლარი და 4000 ლარი გამოართვა.

პოლიციელი ნაცნობს დაჰპირდა, რომ პოლიციის საჯარიმო სადგომიდან ავოტმობილის გამოყვანაში დაეხმარებოდა. აღნიშნული ავტომობილი ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე საჯარიმო ნივთმტკიცების სახით იყო გადაყვანილი.

პატრულ-ინსპექტორი ნაცნობს არწმუნებდა, რომ თანხას პროკურატურაში მის უფროსს და გავლენიან მეგობრებს გადასცემდა.

დაკავებულს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button