“კოტეხში ელ-ენერგია დღის განმავლობაში სამჯერ ითიშება” [Audio]
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტეხში, ნუცუბიძის ქუჩის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
როგორც რადიო “ჰერეთს” ადგილობრივებმა ცხელი ხაზის საშუალებით აცნობეს, “მათ უბანში დღის განმავლობაში ელექტროენერგია სამჯერ მაინც ითიშება”.
ერთ-ერთი დაზარალებულის, დონარა ოსიაშვილის თქმით, “ელექტროენერგია უფრო ხშირად უამინდობის დროს ითიშება, თუმცა არის შემთხვევები როცა სოფელს დენი კარგ ამინდშიც არ მიეწოდება”. ოსიაშვილის თქმითვე, მოსახლეობამ არაერთხელ სცადა დაერეკა ენრგოდისტრიბუციის ცხელ ხაზზე, თუმა უშეგეგოდ. “ორგანიზაციაში აბონენტთა ზარებს არ პასუხობენ”.
როგორც რადიო “ჰერეთს” “კეხეთის ენერგოდისტრიბუციის” პრესსამსახურში განუცხადეს, კომპანია სოფელ კოტეხში ელექტროსადენების რეაბილიტაციის პროცეს მომავალ კვირას გეგმავს. ბექა ბარამიძის თქმით, “ენერგიის გათიშვის მიზეზი დაზიანებული სადენებია, რომელიც ძლიერი ქარის დროს მწყობრიდან გამოდის”.
მისივე განცხადებით, “სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ კოტეხში ერთ კვირაში დასრულდება”.
მოუსმინეთ აუდიომასალას