მნიშვნელოვანისიახლეები

კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 999 343-ს

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 711 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 196 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 515 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 656 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 999 343-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 066 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 931 507.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 481 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 656 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 2 530 შემთხვევა

📌აჭარა – 330

📌იმერეთი – 213

📌ქვემო ქართლი – 116

📌შიდა ქართლი – 98

📌გურია – 67

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 104

📌კახეთი -106

📌მცხეთა-მთიანეთი – 43

📌სამცხე-ჯავახეთი – 44

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -5.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

დღეიდან ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ 14 იანვარს მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button