მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კოვიდ შემთხვევების ზრდის გამო სამეგრელო-ზემო სვანეთში კონტროლი მკაცრდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო რეგულაციების დაცვაზე კონტროლი გამკაცრდა.

რწმუნებულის მოადგილის, ნინო ვიბლიანის განცხადებით, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი გაიზარდა 3,8 პროცენტამდე. მანვე აღნიშნა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა COVID-19-ით ინფიცირების 120 ახალი შემთხვევა.

„არსებული ვითრებიდან გამომდინარე გამკაცრდა კონტროლი სოციალური ღონისძიებების ჩატარებაზე, პირბადის ტარებაზე, გასულ 24 საათში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვი 33 პირი დაჯარიმდა, კომენდანტისა და იზოლაციის წესის დარღვევისთვის კი 3 პირი. ყველა მოქალაქეს მინდა მოვუწოდო დაიცვან რეგულაციები, მკაცრად გაკონტროლდება ყველა აკრძალვის აღსრულება, რაშიც პოლიციასთან ერთად ინსპექტირების სამსახური და მუნიციპალიტეტები იქნებიან ჩართული“, – განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

რწმუნებულის ადმინისტრაციის თანახმად, 14 აპრილის მონაცემებით, რეგიონში თვითიზოლაციაში იმყოფება 1243 პირი. 952 კოვიდ ინფიცირებულია ჯამში. რეგიონის ოთხ კოვიდ კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 233 მოქალაქე. 24 საათში გამოჯანმრთელდა 32 პაციენტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button