მნიშვნელოვანისაქართველო

მინდელის შახტში ექსპერეტები მუშაობას იწყებენ

ტყიბულის შახტში ექსპერტებს ელოდებიან. რა გახდა 4 ადამიანის გარდაცვალებისა და 6 მუშის დაშავების მიზეზი – სპეციალისტებმა ამის შესწავლა ადგილზე უნდა დაიწყონ.

იყო თუ არა სრულყოფილად დაცული უსაფრთხოების ზომები მიწის ქვეშ, სადაც ადამიანები სიცოცხლისთვის სარისკო სამუშაოებს ასრულებენ, ამის გარკვევაში გერმანელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან. პარალელურად დღესვე მინდელის შახტთან მეშახტეებიც შეიკრიბებიან.

ტყიბულში დაღუპული ოთხივე მეშახტე საკუთარ ოჯახებშია გადასვენებული.

ბოლო 3 წლის განმავლობაში ტყიბულში, კონკრეტულად კი მინდელის შახტში უკვე 15 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა ახლობლები დამნაშავეების დასჯას და უსაფრთო სამუშაო ადგილებს ითხოვენ.

გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში ყველა შახტი დახურული იქნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button