მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კოვიდინფექციის შემთხვევების გამო თბილისში 46 ბაღი დაიხურა

თბილისში 46 ბაგა-ბაღი კორონავირუსის გამო ისევ დაიხურა.ამის შესახებ მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა, 46-დან ოთხმა მუშაობა უკვე განაახლა.

კახი კალაძის განცხადებით,, კოვიდ ინფექცია დაუდასტურდა, როგორც მედპერსონალს, ისე ბავშვებს,შესაბამისად დაუყოვნებლივ მიიღეს საჭირო ზომები. კალაძის თქმით, ტესტირება ბაღებში აქტიურად მიმდინარეობს.

შეგახსენებთ,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი მიმდინარე წლის პირველი მარტიდან განახლდა. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

თბილისში ამჟამად, 185 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 61 000-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button