მნიშვნელოვანისიახლეები

კოვიდინფიცირების ანტირეკორდი ქვეყანაში

საგანგაშო ეპიდვითარების ფონზე საკოორდინაციო საბჭო სამოქმედო ნაბიჯებზე მსჯელობს

საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ უკვე მილიონს გადააჭარბა.

ეპიდემიოლოგთა მიერ დაანონსებული ვირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდა უკვე დაწყებულია

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 56 367 კვლევა ტესტით, მათ შორის 38 892 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 475 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 7 521 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 006 864-ს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7521 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 31 პაციენტი

საგანგაშო ეპიდვითარების ფონზე საკოორდინაციო საბჭო სამოქმედო ნაბიჯებზე მსჯელობს. რა გამოწვევის წინაშე დგება ჯანდაცვის სისტემა და რა ახალ გადაწყვეტილებებს მიიღებს მთავრობა, მათ შორის შესაძლო ახალი შეზღუდვების შესახებ რამდნიმე წუთში გაირკვევა.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 7 521 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 006 864-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 160 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 934 667.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 512 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7 521 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 4 171 შემთხვევა

📌აჭარა – 801

📌იმერეთი – 792

📌ქვემო ქართლი – 285

📌შიდა ქართლი – 380

📌გურია – 193

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 302

📌კახეთი -263

📌მცხეთა-მთიანეთი – 171

📌სამცხე-ჯავახეთი – 108

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -55.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 145 ადამიანს დაუდასტურდა. ამასთან, კორონავირუსს ბოლო 24 საათის მანძილზე 3 ადამიანი ემსხვერპლა. გუდაუთის ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში ამჟამად 82 პაციენტი მკურნალობს, 24 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 39 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 20 მძიმე მდგომარეობაშია. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 38 985-ს შეადგენს, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 575-ს.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 1 006 864 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 934 667 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 512 კი გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button