საქართველოსიახლეები

“კოვიდინფიცირებულს ოპერაცია ჩაუტარდა”

ბოჭორიშვილის კლინიკის სამელთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, საავადმყოფოში მოთავსებულ კოვიდინფიცირებულ პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც სოლოღაშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმის თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს შეტევითი ხასიათის ტკივილები ნაღვლის ბუშტში კენჭების გამო ორი დღის წინ დაეწყო, კონსერვატიულმა მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა.

“გუშინ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც დადასტურებული ჰქონდა კოვიდ-19 და უკვე მესამე კვირა მკურნალობდა კლინიკაში, ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა. მას 2 დღის წინ დაეწყო შეტევითი ხასიათის ტკივილები. ვეცადეთ მის მკურნალობას, მაგრამ პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა. საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა. მოგეხსენებათ, რომ ორმხრივი პნევმონია და ვირუსი სერიოზულ რისკებს წარმოადგენდა ოპერაციისთვის. საბედნიეროდ, ბოქსირებულ განყოფილებაში არის ცალკე საოპერაციო, სადაც იზოლირებულად მოხდა ინფიცირებული პაციენტისთვის ოპერაციის ჩატარება. პაციენტი თავს კარგად გრძნობს, შესაბამისად, დღეს წამოაყენეს კიდეც და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”. – აღნიშნა სოლოღაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button