მსოფლიოსიახლეები

კოვიდინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრი მატება ჩრდილოეთ ოსეთში

ჩრდილოეთ ოსეთში 48 საათში კორონავირუსიანთა რაოდენობა 401-დან 670-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ პორტალი “რეგიონ15” ავრცელებს.

პორტალის თანახად, 28 აპრილის დილის 08:00 სათისთვის, ჩრდილოეთ ოსეთში 670 კორონავირუსით ინფიცირებულია. აქედან 121 განვლილ 24 საათში გამოვლინდა.

48 საათის განმავლობაში ინფიცირებულა რაოდენობა 269-ით, ანუ 67,08%-ით არის გაზრდილი.

“რეგიონ15”-ის მიერ გამოქვეყნებული ეს ინფორმაცია ჯერ არაა ასახული რუსეთის მთავრობის მიერ კორონავირუსის წინაღმდეგ საბრძოლველად შექმნილი ოპერატიული შტაბის მიერ გავრცელებულ ბიულეტენში.

ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე ზარემა კაბოლოვა ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრ მატებას, 20 აპრილს, ვლადიკავკაზში, დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით გამართულ მიტინგს უკავშირებს.

“მომიტინგებს შორის დისტანცია არ იყო დაცული, მათ ნიღბები და ხელთათანები არ ჰქონდათ,” – ამბობს კაბოლოვა და ამატებს, რომ ვირუსის ინკუბაციის 7-დან 14 დღემდე პერიოდის გათვალისწინებით, ინფიცირებულთა რაოდენობის უფრო ზრდაა მოსალოდნელი.

ჩრდილოეთ ოსეთში ხელოვნური სასუნთქი აპარატების ნაკლებობას განიცდიან. ორშაბათს, ჩრდილეთ ოსეთის ხელძღვანელ ვიაჩესლავ ბიტაროვის თხოვნით, სამი აპარატი ვლადიკავკაზს ოკუპირებული ცხინვალიდან მიაწოდეს. ოკუპირებული ცხინვალის მთავარი ანესთეზიოლოგის და რეანიმატოლოგის, ალექსანდრ პლიევის თქმით, მათ ვლადიკავკაზში ხელოვნური სუნთქვის 3 აპარატი გაგზავნეს და ადგილზე 23 დარჩათ.

აუცილებლობის შემთხვევაში, გაგზავნილ აპარატებს უკან დავიბრუნებთ, – ამბობს პლიევი.

მსგავსი პოსტები

Back to top button