მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

„კოვიდის შესახებ ბევრი რამ ვისწავლე – ძალიან საინტერესო რამაა”

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა “უოლტერ რიდის” საავადმყოფო რამდენიმე წუთით დატოვა და საავადმყოფოს წინ შეკრებილ მხარდამჭერებს ავტომობილიდან მიესალმა.

საავადმყოფოს დატოვებამდე მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განაცხადა, რომ კოვიდ 19-ის შესახებ ბევრი რამ შეიტყო.

„კოვიდის შესახებ ბევრი რამ ვისწავლე. ძალიან საინტერესო რამაა,“- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისათვის, გუშინ ექიმებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტის მდგომარეობა უმჯობესდებოდა და შესაძლო იყო ის საავადმყოფოდან ორშაბათს გაეწერათ. თუმცა, განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა ექიმმა შონ კონლიმ. მისი თქმით, პარასკევს პრეზიდენტს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, დიაგნოზის დასმის შემდეგ კი სისხლში ჟანგბადის დონე ორჯერ დაეცა – ერთხელ 94%, მეორედ კი 93%-ს ჩამოსცდა. ექიმმა კონლიმ ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპს 1 საათის განმავლობაში ჟანგბადს ხელოვნურად აწვდიდნენ და სამკურნალოდ დექსამეტაზონის გამოყენების გადაწყვეტილებაც მიიღეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button