მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაწერილი ჯარიმები გაუქმდება

კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებულ ადამიანებს ამნისტია შეეხებათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ინიციატივა 245 000 მოქალაქეს და 344 იურიდიულ პირს ეხება და ის ათავისუფლებს ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან მათ, ვინც პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები სხვადასხვა დროს დაარღვიეს.

„დღეს საქართველოს პარლამენტს წარედგინა ორი კანონპროექტი, რომელიც ეხება იმ პირებს, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ. ამ ინიციატივის ფარგლებში ამნისტია შეეხება დაახლოებით 245 ათას მოქალაქეს და 344 იურიდიულ პირს. საუბარია იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე.

ეს გადაწყვეტილება მივიღეთ პანდემიით გამოწვეული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. გვესმის, რომ არაერთი ჩვენი მოქალაქე და ბიზნესი დაზარალდა, 2020 წელი იყო ძალიან რთული და ეს სახდელები მათთვის არის დამატებითი ტვირთი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ვირუსის მართვის დროს იყო და არის აუცილებელი რეგულაციების დაცვა, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება. მადლობას ვუხდი პარლამენტს, გვქონდა კომუნიკაცია მმართველ გუნდთან და ეს ინიციატივა უახლოეს დღეებში იქნება დამტკიცებულია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button