მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის 521-ე დღე- ოკუპანტების მორიგი იერიში უკრაინის ტერიტორიებზე

პარასკევს საღამოს რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებულია საჰაერო განგაში. ქალაქ დნეპრში რაკეტა მოხვდა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ დანგრეულია მისი ზედა სართულები.

დნიპროში, საცხოვრებელ კორპუსზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა. როგორც დნიპროპეტროვსკის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი მიკოლა ლუკაშუკი ამბობს, მათ შორის ორი ბავშვია.

ამ დროისთვის სასწრაფო სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ნგრევის მასშტაბები იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე მანამდე ვრცელდებოდა. ლუკაშუკის თქმით, მთელი საცხოვრებელი კომპლექსი დაზიანებულია, თუმცა მისი ერთ-ერთი კორპუსი მე-9-დან მე-13 სართულამდეა დანგრეული.

ადგილობრივი მოსახლეობა იტყობინება ასევე აფეთქებების შესახებ ზაპოროჟიეში.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხალხს მოუწოდა, შეინარჩუნონ საინფორმაციო სიჩუმე, რათა არ მისცენ რუსეთის ჯარებს უფრო ზუსტი სამიზნეების დადგენის საშუალება. ადგილზე მაშველები მუშაობენ, კარდაკარ ჩატარდა სამძებრო სამუშაოები. თავდასხმის შესახებ განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.

ზელენსკის თქმით, საცხოვრებელი კორპუსების გარდა, დნეპრში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციული შენობაც დაზიანდა.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დაბომბვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევისთვის.

უკრაინული მედიის ცნობით, საჰაერო განგაში გამოცხადდა მას შემდეგ, რაც უკრაინის დაზვერვამ დააფიქსირა MiG-31 გამანადგურებლის აფრენა ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში მდებარე სავოსლეიკის სამხედრო აეროდრომიდან. ამ თვითმფრინავს შეუძლია „კინჟალის“ ტიპის რაკეტების ტარება.

რუსეთი ყოველდღიურად ბომბავს უკრაინას, მაგრამ რუსეთის ხელისუფლება უარყოფს დარტყმებს საცხოვრებელ კვარტლებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ის ახორციელებს მაღალი სიზუსტის დარტყმებს მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე.
შეგახსენებთ, რუსეთმა დნიპროზე სარაკეტო იერიში გუშინ, 28 ივლისის საღამოს მიიტანა. გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპანტებმა 2 ბალისტიკური რაკეტა “ისკანდერ-M” გამოიყენეს. მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა და ომის ყველა დამნაშავის დასჯის პირობა და

ხერსონის რაიონში რუსული აგრესიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. როგორც უკრაინული გამოცემა “უნიანი” იტყობინება, გასული დღის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის დეოკუპირებულ ტერიტორიას არაერთხელ შეუტიეს. რუსული ძალები თავს დაესხნენ პორტის ინფრასტრუქტურას.

​ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი Telegram-ზე წერს, რომ გასული დღის განმავლობაში მტერმა 29 შეტევა განახორციელა. ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, ტანკებიდან, თვითმფრინავებიდან და უპილოტო საფრენი აპარატებიდან კი 126 ჭურვი გაისროლა.

“მტერმა 11 ჭურვი ესროლა ქალაქ ხერსონს. რუსი სამხედროების სამიზნე იყო რეგიონის მოსახლეობის საცხოვრებელი კვარტალი, ბერისლავის რაიონის მარცვლეულის ტერმინალის ტერიტორია. რუსული აგრესიის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი,” – განაცხადა მან.

მსგავსი პოსტები

Back to top button